სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ხალდეს აღორძინების ფონდის ორგანიზებით გამოფენა - „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876" - გაიხსნა.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან - დერეკ მიტჩელთან და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას. განკარგულების თანახმად, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დროებითი დასაქმების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნონ უნდა გააჩნდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიანი მოწვევა, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და უნდა იყოს დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აგროტურიზმის ხელშეწყობა არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას.
საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და „მწვანე სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ოპოზიციის პრობლემა არის იმაში, რომ გააზრებული არ აქვს რა იდეას უპირისპირდება და რა შეიძლება იყოს იდეა, რომელიც დაამარცხებს იმ იდეას, რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.