ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ, ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური გიორგი გახარია 26 მაისს ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს შედგა. შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში" შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა და გარკვეულ კითხვებს აჩენს. მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.