ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს.
საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, “Vande Bharat Mission”-ის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 27 მაისს დაბრუნდებიან დელი-თბილისი-დელის ავიარეისით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპენსაციების გაცემის საკითხზე მთავრობის მიდგომა მაქსიმალურად ლიბერალურია, თუნდაც თვითდასაქმებულების მიერ შემოსავლის დადასტურების თვალსაზრისით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეზ გამეზ და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი კარლოს ვასკეს არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს.
კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისიდან არის და ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის; საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ, 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.
2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ჩაიდინა, დღემდე არ გაუთავისებია რამხელა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.