საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის -Faceguard-ის გამოშვებას იწყებს.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება, – განაცხადა პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
22 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 22 მაისის შემდეგ არ შეცვლილა და 1 აშშ დოლარის ფასი კვლავ 3.1916 ლარია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადღგენის სავარაუდო დრო დაასახელა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანსპორტი მუშაობას, ალბათ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას.
ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
ქალაქ ნინოწმინდის ქუჩების - ძერჟინსკის, თბილისის, გაის, ლერმონტოვის, ბაგრამიანის რეაბილიტაციის ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული ქუჩების არსებულ საგზაო მონაკვეთებში ასფალტის საფარის ფენა იგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.