ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სურსათის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი პროდუქტების მომარაგებაში (ტრანსპორტირება) მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ეხმარებიან. ხოლო, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის გაცემული 1 200 დოლარი და საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთის შეთავაზებული 1 200 ლარი მსყიდველობითი უნარის მიხედვით, პრაქტიკულად ერთი და იგივეა და ეს მაშინ, როცა აშშ-ს შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე მინიმუმ 50-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოსი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0173 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მისივე თქმით, კომპანიის მიერ დეკლარაციის ჩაბარებისას გაირკვევა, კომპანიამ დასაქმებულები შეინარჩუნა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა თუ არა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკოს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს.
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უკრაინის, საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია“.
გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წელი გამოცხადდება.
2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.