საქართველოში კორონავირუსი 408 ადამანს დაუდდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ა.წ. 17 აპრილს, ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, Facebook-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გურული მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ განცხადებებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიდეოკონფერენცია გამართა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 402 შეადგინა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 95, გარდაცვლილი კი 4 პაციენტია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა.
სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც შეიძლება წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების საპასუხოდ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა და მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.
საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება, სადაც კანონმდებლები საგანგებო მდგომარეობის ვადის 10 მაისამდე გახანგრძლივებას უყრიან კენჭს, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრის წარდგინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე დეკრეტი უნდა გამოსცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.