„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

სრულად...

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრიდან თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში მიიტანეს.

სრულად...

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

სრულად...

„ადამიანებს ეწურებათ დანაზოგები... რისთვის ხართ მზად?!“ - დემურ გიორხელიძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და მსოფლიოს საგანგაშო მომავალზე აკეთებს აქცენტს - „ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბალი 11%-ით გაძვირდა... მოსალოდნელია აშშ-ის ეკონომიკის დაცემა 38%-ით... აშშ-ში იარაღის შესყიდვა გაიზარდა 91%-ით...“

სრულად...

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 394 შეადგინა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 86, გარდაცვლილი კი 4 პაციენტია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

სრულად...

უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ“, ნათქვამია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

სრულად...

სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ისა. 

სრულად...

საქართველოში, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი გარდაიცვალა. ის 70 წელს არის გადაცილებული. იგი ქობულეთის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

სრულად...

საქართველოს დაუმორჩილებელი მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე მრევლს კარანტინის მიუხედავად მიიღებს, - ასე ეხმაურება CNN საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

სრულად...

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე თავის  94-ე იუბლისეთან დაკავშირებულ ღონისძიებებს  აუქმებს. ეს მისი 68-წლიანი მმართველობის პერიოდში პირველი ასეთი თხოვნაა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი