პრემიერ მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილამდე მხოლოდ იმიტომ აიკრძალა, რომ ჯერჯერობით, საგანგებო მდგომარეობა სწორედ ამ დრომდე მოქმედებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ტფილისი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა, ქუჩებსა და ეზოებს ცუდათ უვლიდნენ. ზოგიერთნი ეზოდან ჭურჭლისა და სარეცხი საპნის, ბინძურ წყალსა და კვების ნარჩენებსაც ქუჩაში ღვრიდა. სახლის აივანებიდან „ქვაშაგებსა“ და ხალიჩების მტვერს თავზე აბერტყავენ გამვლელებს. უმეტესი სახლები არ იყო სუფთად შენახული და დაცული „უწმინდურობისა და ავი სუნისაგან“, ბევრგან ეზოებს არ ჰქონდა ამოთხრილი ჭუჭყის გადასაღვრელი ორმო (ჯირგანა ) და კანალიზაცია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრები ლიბერთი ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკებსა და პროდუქტებს მიიღებენ.
„განათლებულ და პრადვინუტ მეგობრებს მინდა გითხრათ, რომ ეკლესია არ არის მიშას დროს შექმნილი ინსტიტუცია. ის დაახლოებით 1700-1800 წელს ითვლის საქართველოში, ასე რომ ეკლესიას ვერ დახურავს ვერც ერთი მთავრობა. რაც შეეხება პატრიარქს, ის არასოდეს იტყვის და არ მოუწოდებს ხალხს, რომ არ მივიდნენ ეკლესიაში იმიტომ, რომ პტრიარქი ვეღარ იქნება ნამდვილი პატრიარქი; საპატრიარქო არასოდეს, რაც არ უნდა მოხდეს, არ დახურავს ეკლესიის კარებს იმიტომ, რომ ამ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ უამრავი განსაცდელი გადაიტანა - ომები, ეპიდემიები, ქვეყნის ყოფნა-არყოფნა ბევრჯერ დადებულა სასწორზე, მაგრამ ეკლესიის კარი არასოდეს დახურულა.
ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა შსს-ს ძალებთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.
ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის და მისი მოადგილის, პაატა იმნაძისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.