ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაიმუნებზე გამოცდა წარმატებით დაასრულეს, ყველა საცდელი ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის პირველადი შედეგები მეცნიერებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოაქვეყნეს, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.
უკრაინის დედაქალაქ კიევში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც მის სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ „ყველანაირი მორატორიუმის გამოცხდებას“ სთავაზობს, თუკი მას საქართველოს ხელისუფლების დროებით ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნავენ.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. საქმე ეხება თბილისში, ვაჟა ფშაველაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ბრმა ტყვიას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელმაც თავი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლად გაასაღა სულ მცირე 16 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციის ოფიცერი, 23 ჰეიდი სტივენსონი, კანადის პროვინცია ნოვა სკოტიაში.
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები შენიშნა და მათ პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა, რასაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.
გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.