„მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო იმ ნატოელი პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიუშვნელოვანესი გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების შესახებ“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება.
6 აპრილს, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.
24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია.
2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთაბაშად კორონავირუსის 92 შემთხვევა გამოვლინდა სომხეთში – ეს ამ ქვეყნისთვის ერთ დღეში დაინფიცირების მაქსიმალური რაოდენობაა. მთლიანობაში 3 აპრილს სომხეთში უკვე საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 663 ადამიანი. მათ შორის 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ.
დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, - აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
დღეში 18-20 პაციენტს თუ შევინარჩუნებთ, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად ნორმალურია, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.