საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის ნომერ პირველი ბრძანების დამტკიცების თაობაზე და 115 ხმით მხარი დაყუჭირა.  

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე, თუმცა იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“.

სრულად...

ჩინეთში უკვე მესამე დღეა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ახლა ქვეყანა იმპორტირებული ინფექციისა და ახალი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რადგან ყოველდღიურად ვლინდება ვირუსის უცხო ქვეყნებიდან შეტანის შემთხვევები, რაც ახალი წუხილის საგანს წარმოადგენს.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა იქნება.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

სრულად...

ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელების ფონზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს სუპერმარკეტების ხელმძღვანელებთან იმისათვის, რომ მათ თაროებზე პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას და მოსახლეობაში ამჟამად არსებული პანიკა დაცხრეს.

სრულად...

„ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება. საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სრულად...

ესპანეთში ერთ დღეში ახალი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 324-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1 326 შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი. მხოლოდ ერთ დღეში 5 000-ზე მეტი ახალი დადასტურებული შემთვევაა გამოვლენილი და დაავადებით რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა 24 926-ს შეადგენს.

სრულად...

ჩვენ ამ ეტაპზე მოლეკულური ტესტირებისთვის საჭირო რამდენიმე ათასი ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი