საქართველოს პრეზიდენტის და WHO- ს გენერალური დირექტორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი გუგული მაღრაძეა, კორონა ვირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრვული აშლილობა და სხვ.
აშშ-ის რამდენიმე შტატმა დახურვის შესახებ გამოაცხადა, რაც ხუთიდან ერთი ამერიკელისთვის „დარჩი სახლში“ ბრანების დამორჩილებას ითვალისწინებს. კონეკტიკუტი და ნიუ ჯერსი უერთდებიან ილიონოისს და კალიფორნიას და ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, მოუწოდებენ მოქალაქეებს დარჩნენ სახლში. ნიუ იორკის შტატმა არასაჭირო ბიზნესები დაავალდებულა დაიხურონ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ერთჯერადი ტესტების შემოტანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ტესტების შემოტანა საქართველოში ხელოვნურად ფერხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო, - განაცხადა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
იტალიაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შეადგინა - ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 627 ადამიანი, ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 4 032-ია. ქვეყანაში კორონავირუსის 47 021 შემთხვევაა დადასტურებული.
მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთი უმუშევრად დარჩენილ თავის მოქალაქეებს ხელფასის უდიდეს ნაწილს აუნაზღაურებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა დასაქმებულებს, რომლებიც სხვადასხვა ობიექტების დაკეტვის შემდეგ დროებით უმუშევარი დარჩნენ ხელფასის 80%-ს გადაუხდის, თვეში 2 500 ფუნტ სტერლინგამდე (საქართველოს ეროვნული ბანკის 20 მარტის ოფიციალური კურსით, 9 400 ლარი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.