საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად.
კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საზკვების ობიექტები -კაფეები, ბარები და რესტორნები უნდა დაიკეტოს პარასკევ ღამიდან, გარდა საკვების გამოძახებით მიღების მომსახურების ობიექტებისა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
„გვინდა, მაქსიმალურად მოვახერხოთ და შევუმსუბუქოთ ეს მძიმე ყოფა ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, იქნება მიღებული მიდგომები და გადაწყვეტილებები თითოეული ქვეყნის მიხედვით. მათთან არ წყდება მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
ლიბერთიმ 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა. საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით.
1887 წლის 23 ივლისს კავკასიის ცენტრში, ტფილისში გოლოვნის, სასახლის ქუჩებზე და შუა ბაზარზე გამოსცადეს „წყლის მილები“. აღმოჩნდა რომ მილებიც ყველგან კარგი გამოდგა და წყალიც „ღონიერად გადმოჩუხჩუხებდა“, წყალსადენი დღეში 100 000 ვედრო მტკვრის წყალს იძლეოდა. ქალაქის მოსახლეობას, პირველ ეტაპზე 33 „კრანი აქვს მილის წყლისა“.
ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება.
ბავშვის უფლებათა კოდექსის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ონლაინ კონფერენციაზე მონაწილეობის შემდეგ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის წევრებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების საკოორდინაციო საბჭოს დავალებების მოთხოვნების შესრულების მიზნით შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სურსათის წარმოების და იმპორტის, არსებული მარაგებისა და ფასების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.