თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დედაქალაქის მერიკახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. აღნიშნული ფორმატის ვიდეოდიალოგი უკვე მეორედ იმართება, რომელშიც თბილისის ათივე გამგებელი მონაწილეობს.
მავანნი, ტყუილად ირჯებით! ავტონომიურად, ცალ-ცალკე, მცირე თუ დიდი ჯგუფები რომ დაიარებით მოსკოვში "პაკლონზე", იქნებ ფინანსები გამოსტყუოთ "კგბ"-ს პოლკოვნიკს და სამაგიეროდ, რას არ პირდებით იქაურ "პატრონებს", - ლამის, ქართველების საზეიმო დახვედრას თბილისის აეროპორტში!
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირადი შემადგენლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი დასრულდა. სასწავლო პროგრამა ოთხი კვირის განმავლობაში ორ ფაზად, აბულის სამთო სასროლეთსა და დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.
დღეს, 10 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან რუდოლფ მიხალკასთან.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვის შეხვედრის მთავარი თემა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
უკრაინაში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.