დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის პოზიციაზე, გიორგი მაკარიძე შეუერთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენს, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს მადლობას უხდის.
ესტონეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „IBCCS TAX“ ტალინის ოფისის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.
თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია.
დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი წვიმა. ქარის სიჩქარე ზოგან 90 მილ/სთ-ს (146 კმ/სთ) შეადგენს. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია შენობები. BBC-ის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ათეულობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშა დარჩენილი. ავიახაზებმა ასეულობით ფრენა გააუქმეს, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ კი დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს მოგზაურობისაგან თავშეკავებისკენ.
რაგბიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში გამართული შეხვედრისას ესპანეთის ეროვნული ნაკრები 23:10 დაამარცხა.
საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.