მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გენწვიშში დასახლების საერთო კრება გაიმართა. კრება აერთიანებდა ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სამი სოფლის - გენწვიშის, ქვემო იფარისა და ხევრას მოსახლეობას.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ წლების წინათ მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერ მინისტრის პოსტის შეთავაზება იმ მიზანს ისახავდა, რომ „ის მილიარდები, რომელიც ქართველ ხალხს აართვა აქ ჩამობუდების დღიდან, ქართველი ხალხის სასარგებლოდ“ დაეხარჯა, მერე კი მის დაჭერას გეგმავდა.
ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინება შევიდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღადოლარში, ლომატურცხში, ბურნაშეთსა და აზავრეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
„7 ნოემბერს იყო დარბევა, მაგრამ გადადგა პრეზიდენტი, შევარდნაძეც გადადგა, წავიდა, ეს (ივანიშვილი) მიდის სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს არის პირსისხლიანი ავაზაკი“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, შაბათს, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას და აღნიშნა, რომ „თუ ივანიშვილი არ დათმობს ხელისუფლებას, ის დათმობს საკუთარ ქონებას“.
ქარიშხალ „კიარას“ მოახლოების გამო დიდ ბრიტანეთში ავიახაზებმა ათეულობით შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გააუქმეს. შაბათ-კვირისთვის ამინდის გაუარესების შესახებ მწვავე გაფრთხილებები გაიცა. ქარის სიჩქარე ბრიტანეთში 80მ/სთ-ს (130კმ/სთ) მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია თავსხმა წვიმაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა.
ტაილანდში, ბანგკოკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ კორატში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ადგილების შექმნა იანვარში დაჩქარდა, რაც სეზონისთვის არადამახასიათებელმა რბილმა ტემპერატურამ განაპირობა. უჩვეულოდ ზომიერმა ზამთარმა, ამინდის მხრივ მგრძნობიარე სექტორებში ადამიანების სამსახურებში აყვანას შეუწყო ხელი. ეს კი, აჩვენებს, რომ ეკონომიკამ შესაძლოა ზომიერად განაგრძოს ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში კაპიტალდაბანდება მკვეთრად დაეცა.
2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.