სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატის მთავარი კომისარი დიასპორის საკითხებში ზარეჰ სინანიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი და სხვა ოფიციალური პირები ახალქალაქს ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები არსებითად გააუმჯობესა. სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომლებს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სრულად...

საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, სამშენებლო სექტორს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობა დაასრულოს ობიექტების მშენებლობა. გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. კინზინგერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ზედა პალატის, სენატის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოუცხადებლობას და გამართლებას ზეიმობს. მან გაზეთით ხელში, სადაც სათაურად გამოტანილია -„ტრამპი გამართლდა“ - განაცხადა: „მე დამიშვია შეცდომები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მიღიარებია... მაგრამ ეს არის ის, რაც ასეთი შედეგით დასრულდა“. 

სრულად...

ჩინელი ექიმი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, ინფექციით გარდაიცვალა, იტყობინება BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით. ლი ვენლიანძი ვუხანის ცენტრალურ კლინიკაში ოფთალმოლოგად მუშაობდა. მან 30 დეკემბერს თავისი კოლეგა მედიკოსები ვირუსის საფრთხის შესახებ პირველმა გააფრთხილა, რის შემდეგაც მას პოლიცია ესტუმრა და გაჩერება მოსთხოვა, რადგან ხელისუფლება ცდილობდა ეს ახალი ამბავი კონფიდენციალურად დარჩენილიყო. 

სრულად...

შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა დერექ მაქქეიმ სოციალურ მედიაში 16 წლის ბიჭთან მიმოწერის გამჟღავნების გამო თანამდებობა დატოვა - რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ის ბიუჯეტს წარადგენდა.„The Scottish Sun“ -ის თანახმად, დერექ მაქქეი ბიჭს 6 თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა და ეუბნებოდა, რომ ის „საყვარელი“ იყო. მაქქეიმ განაცხადა, რომ იგი „სულელურად იქცეოდა“. მან თავის ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და „გულწრფელი ბოდიში“ მოუხადა ბიჭს და მის ოჯახს.

სრულად...

თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ინდოეთის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცია. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი