მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა „აზერბაიჯანთან უკვე შექმნა პრობლემა და ახლა სომხეთთან ამწვავებს“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ინკლუზიური პროფესიული განათლების თემაზე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
ქალაქის N2 და სოფელ მაღლაკისა N 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამართულ ზეიმებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი გიორგი იობიძე დაესწრნენ. აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
კომპანია „სვეტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრეზენტაცია წარადგინა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,- განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე. 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიურად იმუშავებს ტრანსპორტი შობის ღამესაც.
თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან იქნება შესაძლებელი, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლები დღესვე დაიბარონ, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.