25 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება; ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე, - აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ხელი მოაწერეს „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმებას“.
ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ პატარებთან ერთად აანთეს.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
დღეს, ამბროლაურში საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე, ანსამბლმა „საგალობელმა „ მრავალჟამიერი და საახალწლო ალილო შეასრულა, ღონისძიებაში მონაწილეობა დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლამაც მიიღო.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე მისვლას ეხმაურება და ამბობს, რომ „აღარ აქვს საზღვარი ფარისევლობას“.
შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე; მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის ბოლო გეგმიური სხდომა ჩატარდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული რვა საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.