ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ კარგად ვხედავთ, რამდენად არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ჟენევის ფორმატზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.
დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. მისი აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა.
გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მეშვეობით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, თუმცა ვერც ერთი სადეპუტატო მანდატი ვერ მოიპოვა, არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კვლავ პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას.
დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება "იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების" ხელმოწერის ცერემონია.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლის მახლობლად, “SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა.
მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, 25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.
ჩრდილოეთ კორეის წესებით უნდათ, რომ საქართველო მართონ და ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა, - განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
კითხვები გამოძიებასთან არ არის, არამედ კითხვები არსებობს მოსამართლესთან, თუ რამდენად სამართლიანი იყო მის მიერ დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გათავისუფლება, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სიკვდილით დასჯა საზოგადოებაში სტაბილურობას უზრუნველყოფს. მან აღნიშნული განცხადება რუსულ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.