საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.008 პუნქტით გამყარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ქვილიშორში 2 კმ-დე გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული გზა უმოკლესი მონაკვეთია ქალაქ წყალტუბოსთან დასაკავშირებლად და ამიერიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ გზით იმოძრავებს.
გარდაბანში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის (მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა 2020 ფისკალური წლისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს ხელი მოაწერა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტ მაგისტრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტები განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.