2019 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით, 4.6 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. მის თქმით, რეალურად, დეპარტამენტის განცხადება არის საქართველოს მხარდამჭერი განცხადება და ეს ოპონენტებმაც კარგად იციან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეიძინოს არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოში, სადაც გარემოს დაცვის კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელლობით ქართული ოცნების დელეგაციასთან შედგა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრისას.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პოზიტიური შეფასება მისცა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შესაბამის უწყებებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობას, რის შედეგად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც „GozNym“-ის სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდნენ. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.