არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის” თავმჯდომარე ნუკრი ნოდია გმობს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონული დე ფაქტო სასამართლოს მიერ დღეს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებას, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ.
დე ფაქტო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. საქმეს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. პირველ საფესტივალო საღამოს წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“, მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“.
გუშინ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.
13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერმა გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხება გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.