გერმანული კვლევითი კომპანიის, „გოპას“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების მიმართულებები გააცნეს. „გოპა“ კვლევას გერმანიის საინვესტიციო ბანკის - KFW ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს.
დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლებს მათდამი გამოცხადებული ნდობა გაუმართლოს.
ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.
ენის შერჩევას გავლენა არ აქვს, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იყო მიღებული.
ახალ ზელანდიაში მაშველების გუნდმა თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა 6 ცხედარი აღმოაჩინა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და სახელმწიფო მინისტრის საქმიანობა გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.