შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ხ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო დღეს განიხილავს. ეს ინფორმაცია ექიმს შვილს ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.
12 დეკემბერს გამართულ დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - BBC-ის ITV-ის და Sky News-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს, იტყობინება BBC. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, ყველა ხმის დათვლის შემდეგ „ტორებს“ 368 დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში - 50 კანონმდებლით მეტი, ვიდრე 2017 წლის არჩევნებში. „ლეიბორისტები“ 191 ადგილს მიიღებენ, „ლიბერალ-დემოკრატები“ 13-ს, „ბრექსიტის პარტია“ ვერც ერთს და „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ (SNP) 55-ს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ თანამონაწილეს, თბილისის ყოფილ მერს და „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ასევე საგამოძიებო უწყებაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დააკისრა.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337000 ლარია.
ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. როგორც მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა საკითხიდან გამომდინარე მიიღო, მაგრამ აღნიშნა - „მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი“.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიგი უგულავა, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს, – განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე, რომელიც უგულავას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო 19:00 საათისთვის გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.