83 წლის ასაკში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება. ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე იმოძრავებენ: N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა; N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი; N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“; N77 - ტუბდისპანსერი - სადგურის მოედანი; N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.
სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანი განახორციელა. აღნიშნული შენატანი საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება. განხილვის მთავარი თემა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.