ახალ ზელანდიაში „თეთრ კუნძულზე“ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ყოფილ დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს თანამდებობების გაცვლას სთავაზობს. კაკულიამ აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.
მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.
სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო ქათამაძე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს. მის მიერ გავრცელებულ სიცრუეს დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ მოუწევს დათმობაზე წასვლა და ოპოზიციის მოთხოვნის შესრულება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების. პატრიარქმა ასევე მოუწოდა საზღვარგარეთ წასულ ქართველებს, რომ „აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან“.
ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ძალიან ცუდი ურთიერთობა იყო. ბადრის ჩემთან ნათქვამი აქვს პირადად, რომ ის აქეზებს სააკაშვილსო, რომ გადამეკიდოს და შემავიწროოსო, - განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი სოფელ აბულის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემური საკითხები განიხილეს. სოფლის მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები გაზიფიცირება, გზების მოასფალტება და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ვართუი სარკსიანმა ნოემბერში პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მანამდე კი მან, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულა მიიღო და უფროსი მასწავლებელი გახდა. აღნიშნული სტატუსი მას იანვრიდან მიენიჭება.
თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.