მაიდანზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ, რომ ვლადიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა წარმატებული იყოს. ეს იქნება ღირსეული პოლიტიკა, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელი ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის გადაცემაში.
53 წლის ასაკში რეჟისორი და სცენარისტი, ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.
8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია „ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია.
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლობით განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.