საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო-კლიპს - „მიშას უყვარს ქალები“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „რა ვიდეოებიც არ უნდა აკეთოს ივანიშვილმა, ყველაფერი ნათელია, საქართველოს ხალხი გამოერკვა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ჩემს დაბრუნებას საქართველოში“.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელების, ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. აქედან გამომდინარე, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. მინისტრებთან ერთად საწარმო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დაათვალიერა.
2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. საერთაშორისო წვრთნა სექტემბერში ვაზიანის სხვადასხვა სასროლეთზე გაიმართება და მასში რამდენიმე სიახლის ჩართვაც იგეგმება. Noble Partner 2020-ში საველე სწავლების პარალელურად პირველად ჩატარდება მრავალეროვნული ბრიგადის დონის საშტაბო-სამეთაურო სწავლება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სიმულაციური გათამაშებით. სწავლებაში დამატებული იქნება ასევე, ისეთი ახალი მიდგომები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო ოპერაციებისა და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტების ჩართულობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0357 პუნქტით გამყარდა.
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლას 2020 წლის იანვრიდან სამი უფროსი მასწავლებელი ეყოლება, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ევა კალაჩიანმა.
ქართული ოცნების წევრმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ „ქართული ოცნება“ დატოვა. მან აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გააკეთა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა საქმე, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, კონკრეტული სოციალური ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული.
ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.