საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღმკვეთ ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.
დღეს, ლიბერთი ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა. თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.
5 დეკემბერს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
ჩვენ ექვსი თვის წინ პირობა არავისთვის მიგვიცია, ჩვენ ოპოზიციასთან არ დავმსხდარვართ და ხელი არავითარ პირობებზე არ მოგვიწერია, თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა(5 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.