სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი გაათავისუფლა. ახლა შესასვლელებთან სპეცრაზმი დგას და ტერიტორიას აკონტროლებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს ქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანტეი ტერსენოვი აცხადებს, რომ სკოლას წელს 6 ახალი პედაგოგი შეემატა, მათგან ორი უფროსი მასწავლებელია - ერთი მათემატიკის, მეორე კი ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ასევე 4 წელია, რაც სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის მე-3 უფროსი მასწავლებელი, თამთა შველიძე და ჯამში, სკოლაში ისევ 10 პედაგოგია.
პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე პირი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ , მერის წარმომადგენელმა მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ გახოკიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის - ცენტრის დირექტორმა თემურ საღარაძემ და მოადგილემ ოლეგი რუხაძემ სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაათვალიერეს და არსებულ პრობლემაზე იმსჯელეს , რომელის გამოცუკვე ორ თვეზე მეტია ხონის მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.
დედაქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.