„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იწყებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლის უკან ქართული ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები დგანან, ხელისუფლებისაგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური მთავრობის პირობებში პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, საქართველოს თავდაცვის ძალების ხორცის მომარაგებასთან დაკავშირებით, ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ეშინია ნორმალური არჩევნების და უნდა არანორმალურ ვითარებაში არჩევნები“.
ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი ექიმია. ორ სხვა ტრამვატოლოგ ექიმთან ერთად მან გამიკეთა ოპერაცია, რომელმაც გადამარჩინა მინიმუმ დახეიბრებას და შესაძლოა სიცოცხლეც კი შემინარჩუნა. და რაც მთავარია, ვაჟა გმირია, თანამედროვე ცოტნე დადიანია“, წერს სოციალურ ქსელში მამუკა კუდავა, 2007-2012 წწ.-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ნავთობის ფასების ზრდის გამო გამოსული პროტესტანტები, რომ საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ძალები წესრიგის აღდგენაში ჩაერთვებიან და მათ წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.
აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცაგერში, პროექტ GRETA ჰაბი | ჯანსაღი გასტრონომიისა და ორგანული პროდუქტების ჰაბი მთაში-პრეზენტაცია გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში. შეჯიბრებაში 14 ცხენოსანი მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.