პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. საავტომობილო გზა რუსთაველის გამზირზე გახსნილია.

სრულად...

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა.

სრულად...

„მარტო სულხანის ცოდვა არ გაგახარებთ თქვე სისხლისმსმელებო და კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვით, ვერ ეღირსებით. შეგაკვდებით მთელი საქართველო და ვერ მოგიშვებთ“, წერს ია მეტრეველი „ფეისბუქზე“, ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გიორგი გიგაურის განცხადებაზე.

სრულად...

„სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“.

სრულად...

ღია შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: გოდოგნის, ჭოგნარის, კვახჭირისა და ბარდუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

სრულად...

სამთავრობო პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს და ქალაქ ხობის მოსახლეობას შეხვდნენ.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დროსაც გადაწყდა შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა 14 წლიანი პაუზის შემდეგ.

სრულად...

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სიცრუეს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, მამამისი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის საავადმყოფოში მუშაობდა და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს.

სრულად...

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინათ.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც 20 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან,  მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს  გამართავს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი