სოფიო ქაცარავამ, რომელმაც 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შემდეგ „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი დეპუტატის მანდატსაც ტოვებს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის, ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელ ქვედა ცაგერში, აეროპორტის ტერიტორიაზე, ტრადიციული მუნიციპალური საცხენოსნო შეჯიბრება /დოღი/ გაიმართა.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"სად ხართ ეროვნული ცნობიერების პიროვნებებო, ჯგუფებო, ორგანიზაციებო, პარტიებო, განა არ იცით, რომ ქვეყნის ქოც-ნაცებისგან გადარჩენა მხოლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლით არის შესაძლებელი?!"
გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ ესაბამება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს გამოეხმაურა.
ბოლივიაში ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.