საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც, - განაცხადა ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიის Xinle Electrical Appliance-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ში სინქიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, ოთხ სხვადასხვა მისამართზე - მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. 

სრულად...

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

სრულად...

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა უნდა გაიმართოს, სპეცრაზმი გამოჩნდა.

სრულად...

ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მის გარდა კიდევ 3 მოქმედი მოხელე დააკავეს.

სრულად...

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამის სამსაზურებთან ერთად აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს.

სრულად...

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქალაქ დუშეთში 8 ნოემბერს  70-ე საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სივრცე საზეიმოდ გახსნა.  იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დუშეთში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურის საბჭოთა ინფრასტრუქტურა  ამჯერად ჩაანაცვლა თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობამ − საზოგადოებრივმა ცენტრმა.

სრულად...

„ვერის ბაღში“ რამდენიმე ულტრანაციონალისტური მოძრაობის, მათ შორის „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“, „ქართული არსის“ წარმომადგენლები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები არიან შეკრებილები. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი