საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით გაუფასურდა.
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავს აღნიშნავენ. ილიას ტბაზე მოწყობილ საფესტივალო ქალაქში სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.
კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქვეყანაში უსაფრთხო და ტოლერანტული გარემოს შექმნა, - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. მათ მასპინძლობა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. ადამ კინზინგერი და ალექსანდერ მუნი ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.
სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, სამი ახალი სკვერი მესამე მასივში გაიხსნა. ახლადმოწყობილი სკვერები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
ავსტრალიაში ტყის ხანძრის მასშტაბმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას BBC ხელისუფლების მერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ რაჭა 2005“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ ინდივიდ პარტნიორი“და შპს „ლიზი“ წარმომადგენლებთან.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.