„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბოდბელი ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას სკანდალურ ინტერვიუზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მათი თქმით, ის, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მეუფე იაკობს, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
11 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში, - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მე მჯერა რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა.
ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის, - განაცხადა ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე.
ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
გორში, სოფელ ილოზში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ნადირობის დროს მოხდა.
თბილისში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანთან მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან, რომელიც გენერალური მდივნის რანგში სწორედ საქართველოში ახორციელებს პირველ ოფიციალურ ვიზიტს.
თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო. საბავშვო ბაღის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო - მისი დერეფანი დარღვევით იყო ამოშენებული, რაც საფრთხეს წარმოადგენდა კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით. მძიმე მდგომარეობაში იყო სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები. გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, განხორციელდა შიდა სამღებრო სამუშაოებიც, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა ბაღის ეზოს გზის საფარი, მოეწყო რამდენიმე სათამაშო მოედანი და სასეირნო სივრცეები.
ღია შეხვედრების ფარგლებში, 10 ნოემბერს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოს და ქ.ცაგერის მოსახლეობას შეხვდნენ და ამ ფორმატის ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრები გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.