ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცენტრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობას მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და არსებულს ვითარებას გაეცნო.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე, სახელწოდებით „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“, მინისტრმა რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობიდან გათავისუფლდა.
გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, ბოლომდე კი რჩება კაპიტანი, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის, ე.წ. „კუკუშკას” მოძრაობა შეიზღუდება. განცხადებას „საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.