იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ის პარლამენტის დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.
2007 წელს სააკაშვილის ნაცრეჟიმმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ 1990 წელს გაუქმებული საბჭოთა ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" აღადგინა და "ახალი ადმინისტრაციული ერთეული შექმნა", ამ ფსევდო, ანტიქართული სახელწოდებით, სადაც ახალგორის რაიონიც შეიყვანა, რომელსაც მანამდე, მთელი ამ ინსპირირებული სეპარატისტული კონფლიქტის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა! ამის შედეგად კი, მას შემდეგ, რაც ავანტიურისტი სააკაშვილი აგრესორმა რუსებმა 2008 წლის აგვისტოში წინასწარ შემუშავებული პროვოკაციების შედეგად "ომზე წამოაგეს", მივიღეთ ის სამხედრო - პოლიტიკური მდგომარეობა, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, ანუ რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული" ჩვენი 2 რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი!
დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.
„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა, ეს ჩემი თვალით ვნახე. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ის გამოჩნდა შევარდნაძის „საბანკო ვარსკვლავებს“ შორის, მაშინვე ვიცანი ეს ჯალათი“, - განაცხადა „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, ნოდარ ნათაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ისრაელში სექტემბერში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების სათავეში ათეული წლის განმავლობაში მყოფმა პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პარტიამ ქვეყნის 120-კაციან პარლამენტში (ქნესეთში) უმრავლესობა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, მკაფიო გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდა, პრემიერმა განაცხადა, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო 61 კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება, რითაც გზა მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ბენი განცს გაეხსნა და ახლა მისი „ცისფერი და თეთრი პარტია“ შეეცდება მთავრობის ფორმირებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაშიც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დიდ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც დღეს გოცირიძის სადგურზე მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. დაშავებული ღრმა კომაშია და ის აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.