პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ქ. გარდაბნის კულტურის სახლში, ქვემო ქართლის მასშტაბით 286 წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის 59 გარდაბნელი დაჯილდოვდა.
ბერა ივანიშვილი Facebook-ზე ინგლისურენოვან ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბრაზილიაში ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს გაიღებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, პროგრამა ,,ღია შეხვედრები“-ს ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან პრიორიტეტები მოისმინეს.
მე მქონდა ინფორმაცია, წინასწარ ვიცოდი, რომ დაიკითხებოდნენ სუს-ის ყოფილი უფროსი, მისი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, - განაცხადა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
ლეჩხუმში რთველი-2019 მიმდინარეობს. დღეისათვის რეალიზებულია 400 ტონაზე მეტი "ცოლიკაური", 12 ტონა "ალექსანდროული", 10 ტონა "უსახელოური".
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორობისას (2005-2008 წწ) თამარ კინწურაშვილმა „პირველი არხის“ არაერთი მსხვილი უძრავი ქონება გაყიდა. ჟურნალისტურ მოკვლევას აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE აქვეყნებს და დასძენს, რომ აღნიშნული ქონებების გასხვისება და სარეალიზაციო ფასები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც, როგორც ონლაინ გამოცემას მიაჩნია, შესაბამისი უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ოჯახების საყოველთაო კურთხევა მიმდინარეობს. დღეს ქუთაისის ეპარქიის სასულიერო პირებმა, ადგილობრივ მრევლთან ერთად წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლს შეხვდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.