შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კახეთში, სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1972 წელს დაბადებული ე.ა.

სრულად...

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია. 

 

სრულად...

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა.

 

სრულად...

ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, რეზერვისტთა მეორე ეტაპის საწყისი შეკრება დასრულდა. ამჯერად რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი მცხეთაში, I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ბატალიონის ბაზაზე დადეს. 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის I ასეულის სარეზერვო პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცა.

 

სრულად...

საქართველოდან სამიტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა თინათინ ბაუმმა.

 

სრულად...

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანის დასახლებაში, პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს ემზარ საბანაძე გაეცნო.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი