შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს. ყველა სახის საბრძოლო მოქმედება 5 დღით შეჩერდება და პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქურთული ძალების ხელმძღვანელობით მებრძოლ ჯარებს იმ ზონიდან გაყვანაში დაეხმარება, რასაც თურქეთი საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხო ზონას“ უწოდებს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია დანებდებიან თუ არა სრულად ქურთი მებრძოლები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს აკადემიაში ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე გახსნა.
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთზე 5000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადად გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა️. მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგი მიიღო.
ხონში მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაციის BWMV.e.V. ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენრტის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს "ვეტერინარული სკოლა."
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „2014 წლიდან ვერ ხედავს ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, რომ უნდა გაიაფებულიყო ცხოვრება, სახელმწიფო გამხდარიყო უფრო ევროპული და დემოკრატიული, სინამდვილეში არ მოხდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.
დღევანდელი პრემიერის დანიშვნა იმ პროტესტის ფონზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სამართლიანი პროტესტი, ამ პრემიერის დანიშვნა იმ ფონზე, როდესაც საქმე არ არის გამოძიებული, ეს არის სილის გაწვნა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.