სომხეთში საგადასახადო ბეგარის გარეშე დარჩენილი ნაშთი 22 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავიდ ანანიანმა განაცხადა; ყველაზე ხშირად გადასახადებს ვაჭრობის სფეროში არიდებენ თავს.
სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეჩერების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეგ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელში უპასუხა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ცენტრის კეთილმოწყობის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება დაიწყო, ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საწრეო მუშაობა ისტორიაში, დაწყებითსა და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. წრის ხელმძღვანელია ისტორიის პედაგოგი, ერანუი ბადასიანი.
დიდუბის რაიონის გამგეობა გაფრინდაულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა, რომლის ფარგლებშიც, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ - ასე მიმართა პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების ცვლილებებზე იმსჯელეს, რაც ძირითადად ერთჯერადი დახმარების ნაცვლად გრძელვადიან პროგრამებზე გადასვლას გულისხმობს.
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მუშა გარდაიცვალა. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. შემთხვევაგუშინ,17 ოქტომბერს, 21:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მუშის დაღუპვა სანგრევ სამუშაოებს უკავშირდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.
ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.