საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც ბიუჯეტის ზრდაშიც გამოიხატა.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს, საბინე მახლს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ DUNE-ის (The Deep Underground Neutrino Experiment) საერთაშორისო კოლაბორაციის ხელმძღვანელებთან პროფ. სტეფან სოლდნერ-რემბოლდთან (მანჩესტერის უნივერსიტეტი, UK), პროფ. ედვარდ ბლაჩერთან (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, USA) სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ DUNE-ის კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე პროფ. რობერტ ვილსონი (კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, USA), ხოლო საქართველოს მხრიდან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი პროფ. არსენ ხვედელიძე და დირექტორის მოადგილე პროფ. ზვიად წამალაიძე.
2020 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი მოხმარდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესრულებას, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე, მომავალ წელს საქართველო, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და თავმჯდომარეობის ღირსეულად შესრულებაზე მიმართული იქნება სამინისტროს რესურსი - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის საკითხზე საუბრისას.
პრემიერის თქმით, ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი და ვალდებულება, რომლითაც მთავრობა ეფექტურად უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0218 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმერეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ასაკით პენსიონერების გარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის არსებული დახმარება 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან კიდევ 30 ლარით გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.