ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 139-ე წლისთავთან დაკავშირებით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლის ბიუსტი გაიხსნა.
2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს 500 პატრული ოფიცრის საშტატო ერთეული დაემატება. ეს არის დაახლოებით 120 დამატებითი ეკიპაჟი და ეს გაზრდის მართლწესრიგის ხარისხს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას, ან საერთაშორისო კონტექსტიდან ქართული მხარის ინტერესების ამოვარდნას.
„მინდა მინდა მოგახსენოთ, რომ სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი წლის სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 (სამასი) ლარით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ.
დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან - პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი.
2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით პენსიის გაზრდა, 1-ლი ივლისიდან კი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით გაზრდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) პრეზიდენტი გახდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ACEEEO-ს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ასოციაციის 29-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს საქართველოში გაიმართება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.