ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაამტკიცეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სკოლა სამინისტროს ფინანსური დახმარებით აშენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 190 0000 ლარი გამოიყო.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქ ხონის ოთხ (#1, #2, #3, #4) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს.
„მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს“, – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას.
საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება.
ვერ იქნება საქართველოში ევროპული კეთილდღეობა, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ამერიკული უსაფრთხოება, ეს "ანაბანაა", მე ეს არ მიკვირს, მე მქონია ბიძინა ივანიშვილთან კამათი 4-5 წლის წინ, შემოუთავაზებია მას, რომ მოდი, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში და მე ვუთხარი არ იცვლება-მეთქი, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “ტელეკომპანია პირველში“ საუბრისას.
ახალი სასწავლო წლის დაწყება დუშეთისა და არაგვისპირის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოსწავლეებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა მიულოცეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი,ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქ.ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ქალაქ ვანის N1 და N2 საჯარო სკოლაში მივიდნენ, მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.