სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალის და დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლებს ესტუმრა და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება ვარდიგორისა და თავასის მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან მიულოცა თერჯოლისა და საქართველოს მოსახლეობას.
2019-2020 სასწავლო წლის მისალოცად ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პიპილეთის საჯარო სკოლაში, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე სოფელ ღების და ჭიორის საჯარო სკოლაში, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილი სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს პირველკლასელ ანა კაპანაძეს სახლში ესტუმრა და სწავლის დაწყება მიულოცა.
„კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აცხადებს, რომ „კაცს - ბანკირს, შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი, საქართველოს ჩააბარებს ალბათ“.
ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა. გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. უწმინდესმა გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ლაშა გობაძემ მოუპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს სძლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.