ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წოლის მოსახლეობას შეხვდა.
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და თემაზე „ამოცანით მართვა“ ლექცია წაუკითხა. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამოცანით მართვის პრინციპები, სპეციფიკა, ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები და მართვის დროს მეთაურებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააცნო.
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი დაკითხვაზე დაიბარეს, - აღნიშნულის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0375 პუნქტით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
ამ პროგრამით და სხვა ნაბიჯებით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება, მოგვეცემა საშუალება, თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მედიკამენტების შეძენის ხარჯი იქნება მინიმალური,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში იმ პროგრამის წარდგენისას, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ ლარის კურსზე ტურისტების რაოდენობის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.