ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, - საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ასეთი განცხადება გააკეთა.
საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების შესახებ მაღალი რანგის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის ექსპედიციაში მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სოფელ ახალბედისეულის მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სოფელში წლების მანძილზე არსებობს გზის პრობლემა, რომლის რეაბილიტაციაზეც აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და შედეგზე მიღწეულია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2019 წლის 4 აგვისტოს ქალაქ კაიროში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
1990 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა ხელისუფლება კონსოლიდირებული ძალისხმევის გარეშე, - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ "თამარ ჩიხლაძის დღის ამბებში" საუბრისას. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ის ეწინააღმდეგება საარჩევნო ბლოკების აკრძალვას. მანვე აღნიშნა, რომ ბლოკი ბარიერის გადასალახი საშუალება არ არის და ის არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის ფორმაა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა.
დღეს, ლიბერთისა და სააფთიაქო ქსელ 'ფარმადეპო'-ს შორის ხელი მოეწერა სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 6 აგვისტოდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, 'ფარმადეპოს' 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას საუკეთესო ფასით შეძლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პროკურატურასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.