ვხედავ, რომ „ტვ პირველი“იქნება სამიზნე ივანიშვილისთვის უახლოეს კვირებში და თვეებში - სალომე სამადაშვილი „ტვ პირველის“ მფლობელის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017პუნქტით გაუფასურდა.
ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციის სადგურთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
წყალტუბოს სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება. სპორტის სასახლის დათვალიერებისას წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, რომ შენობა, რომლის რეკონსტრუქცის პროექტი 2012 წელს განხორციელდა, სახურავის შეცვლასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოების შედეგს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უფუნქციო შენობა-ნაგებობების ნაცვლად, აქ გზის გამყოფი ზოლი მოეწყო, რომელიც შემოდგომაზე გამწვანდება.
„ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის“ შესახებ პროექტი შალვა ნათელაშვილმა საზოგადოებას გააცნო და მისი სასწრაფოდ მიღება მოითხოვა.
იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამდეროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია - ეს ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის 11-ე წლისთავს და ამავე თემაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში დასაქმდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.